წინა გვერძე დაბრუნება
"კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს" - ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა


"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ "პარტენოპეისა" და "ბრაგას" (2:0) მატჩი შეაფასა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.
"კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს. როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად, იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა", - განაცხადა მაურომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "ბრაგასთან" გამარჯვებით 1/8-ფინალის საგზური
მოიპოვა.
დამატებულია: 14 დეკემბერი 2023 10:38
წყარო: WWW.SEV.GE
ნანახია: 505
წინა გვერძე დაბრუნება
რეგისტრაცია
დაბადების თარიღი
დაბადების თვე
დაბადების წელი
თქვენი სქესი