წინა გვერძე დაბრუნება
"მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიაზე


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგა" 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:
"მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს, რასაც შედეგი არ მოაქვს", - Tuttomercatoweb-ი.
"ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ძველებურ "კვარას". მიუხედავად ამისა, მონდომებული იყო, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა" - Calcionapoli.
"იუვენტუსთან" დაშვებული გადამწყვეტი შეცდომის მიუხედავად, მატჩი მაინც შეუცვლელად ჩაატარა. საკუთარი თავი ჩემპიონთა ლიგის საღამოზეც ვერ წარმოაჩინა, აგრძელებდა დრიბლინგებს, რომლებიც არ გამოსდიოდა", - Calciomercato.
"მუდამ ერთი
მოძრაობით მეტს აკეთებდა, კარგი თამაში არ ჰქონია. მის ფიზიკურ მდგომარეობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. უნდა ითქვას ისიც, რომ თამაში მუდამ ორმაგი მეურვეობის ქვეშ უწევდა", - Eurosport-ი.
დამატებულია: 13 დეკემბერი 2023 13:09
წყარო: WWW.SEV.GE
ნანახია: 312
წინა გვერძე დაბრუნება
რეგისტრაცია
დაბადების თარიღი
დაბადების თვე
დაბადების წელი
თქვენი სქესი